logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველა დამნაშავე, მიუხედავად იმისა, პოლიციელი იქნება თუ სხვა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს
- +

5 სექტემბერი. 2016. 12:34



განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამტრედიაში გარდაცვლილ დემურ სტურუას დედის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ძალადობის ნებისმიერი ფორმა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.


 

ნებისმიერი ფორმა ძალადობის, აბსოლუტურად მიუღებელია, ყველა დამნაშავე, მიუხედავად იმისა, პოლიციელი იქნება, სხვა სპეციალობის თუ პროფესიის, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვისაც დანაშაული დაუმტკიცდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



3 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა სცემეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner