„კულმინაცია იყო, როდესაც პრიგოჟინი მოსკოვში ჩავიდა, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან მივიდა და სცადა წერილის ჩაბარება შოიგუს სახელზე, ჩართო „ლაივი“ მობილურის მეშვეობით და აჩვენე, როგორ დაემალა თანამშრომელი, რომელმაც არ ჩაიბარა წერილი. შემდეგ გამოვიდა პრიგოჟინი და თქვა, რომ ამ წერილს სხვაგვარად ჩაგაბარებთო და ახლა ამ დაპირებას ასრულებს“, - ამის შესახენ სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც რუსეთში მიმდინარე შიდა დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„დილით პუტინი გამოდის და საუბრობს, რომ მოღალატეები არიანო და შემდეგ, შუადღით აგზავნის თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის მოადგილეებს, გენერლებს. თუ მოღალატეები და ტერორისტები არიან, მაშინ მოლაპარაკებაზე რაღაც აგზავნი?! თუ შოიგუ თავის მოადგილეს აგზავნის თვითონაც შეხვედროდა, რას უზამდა?! ალბათ შეეშინდა ისევ კამერების თანდასწრებით ღია საუბარს. ფაქტია, რომ ყველაფერი მოშლილია.
ზოგადად პროცესებზე ყველაფერმა იმოქმედა, დაწყებული სანქციებიდან დამთავრებული საინფორმაციო ომამდე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ წარმოებს. თუ დავაკვირდებით იმ პატარა-პატარა ვიდეოებს, რომლებიც ტელეგრამ არხებით ვრცელდებოდა როსტოვის ქუჩებიდან, იქ ხალხის აზრი ორად არის გაყოფილი. არიან მოქალაქეები, რომლებიც პუტის უჭერენ მხარს და გამოჩდნენ ისინიც, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იყვნენ და პრიგოჟინს გულშემატკივრობდნენ. ახლა რთულია ზუსტად იმის თქმა, რა ამოძრავებს პრიგოჟნს“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.