logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ამ ლეშიჭამიებს, რომელთა დღევანდელი გმირი, თუნდაც რამდენიმე საათით - უკრაინელების სისხლის მსმელი პრიგოჟინი იყო - დღეს შტურმით უნდა აეღოთ სოხუმიც და ცხინვალიც, но что-то пошло не так
- +

24 ივნისი. 2023. 22:59

 

 

„ნაცების „სულიერების“ ფორმულა ხომ უნივერსალურია და არ იცვლება: „ორიტრუპიმინდა“ - და ამ „ტრუპებს“ ისევე არა აქვს სუნი თუ მიკუთვნილება, როგორც არა აქვს მათთვის სუნი ფულს“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ უკან დახევას.

 

ქართველიშვილის თქმით, საქართველოში ლიბერალ-ფაშისტები „ვაგნერის“ ხელმძღვანელ პრიგოჟინს გულშემატკივრობდნენ, მაგრამ მათი ეს ზეიმი სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა.

 

„რამდენიმე საათი გასტანა ჩვენი უსამშობლო, უნამუსო, უპრინციპო ლიბერალ-ფაშისტების ზეიმმა - ჩვენი სექტანტების ახალმა კუმირმა პრიგოჟინმა ყური უგდო ლუკაშენკოს რჩევას, შეაჩერა მოსკოვისკენ ბლიც-კრიგი და უბრუნდება თავისი დისლოკაციის ადგილას. ლუკაშენკოს უკან კი დღეს პეკინიც და ვატიკანიც დგას - მოსკოვს სულ რომ თავი დავანებოთ.

 

აქ ის კი არ არის მნიშვნელოვანი - მოჯამბაზო სამხედრო კრიმინალ-ოლიგარქი „აიღებდა“ თუ არა კრემლს და „გადააყენებდა“ თუ არა აგრესორ პუტინს. ჩვენი სექტანტების კოგნიტიური დისონანსის ყველაზე ბინძური ფორმა იმაშია, რომ რამდენიმე საათი მაინც ყველა „ნაცი“ დღეს „მევარპრიგოჟინი“ იყო. მიუხედავად იმისა, რა სისასტიკით კლავდნენ და აწამებდნენ „ვაგნეროველები“ ახლადმობილიზებულ უკრაინელ გამოუცდელ ბიჭებს. „ნაცების“ „სულიერების“ ფორმულა ხომ უნივერსალურია და არ იცვლება: „ორიტრუპიმინდა“ - და ამ „ტრუპებს“ ისევე არა აქვს სუნი თუ მიკუთვნილება, როგორც არა აქვს მათთვის სუნი ფულს. ეს იმ ამერიკული "სულიერების" მსგავსია, რასაც პატარა მორწმუნე ამერიკელების მკვლელი-ტრანსგენდერები ქმნიან. ამ ლეშიჭამიებს, რომელთა დღევანდელი გმირი, თუნდაც რამოდენიმე საათით - უკრაინელების სისხლის მსმელი პრიგოჟინი იყო - დღეს შტურმით უნდა აეღოთ სოხუმიც და ცხინვალიც, но что-то пошло не так. მძულს თქო - სიძულვილიც დიდი გრძნობაა, არ დავხურდავდები, ალბათ უფრო მეზიზღებიან,“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner