logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია ძალადობა იყო
- +

5 სექტემბერი. 2016. 12:36



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრა რეგიონულ მედიასთან" „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და ამბობს, რომ მათი იდეოლოგია ძალადობა იყო. ექს-პრემიერი აღნიშნავს, რომ ისინი განზრახ ავრცელებდნენ ციხის კადრებს, სადაც ხალხს აწამებდნენ, რომ ხალხი შეეშინებინათ.


„ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა ავტოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, მათი იდეოლოგია იყო ძალადობა. ჩვენ მივიღეთ ერთი ჯგუფის მიერ მართული მთელი ქვეყანა და ვნახეთ, როგორი იყო ელიტარული კორუფცია, როგორ ინაწილებდნენ მთელ ბიზნესს, როგორ ჰქონდათ მონოპოლიზირებული მთელი მედია, როგორ აწამებდნენ ციხეებში და აწამებდნენ არა ისე, რომ ეს დამალული ყოფილიყო. ძალადობა მათი კოზირი იყო, ხალხს აშინებდნენ, თუ ასე არ მოიქცევი, შეხვალ ციხეში და იმ ციხეში სიკვდილი გელოდება. შეგნებულად იჭერდნენ უდანაშაულო ადამიანს, რომ მეზობელს დაენახა და ეფიქრა, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მასაც იგივე მოუვიდოდა. ციხეებში რაც ხდებოდა, ამას თვითონვე ავრცელებდნენ. აფორმებდნენ ძალადობას და ძალით იჭერდნენ ხალხს. დღეს მათი ხელწერა ისევ ძალადობრივია", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner