logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: „გოუჟენია“ გვარამია რას შვება ამ დროს, კიდე პრიგოჟინს „უპაძერშკებს“თუ ახლა პუტინისკენ უფრო იხრება?
- +

24 ივნისი. 2023. 23:10

 

 

„გოუჟენია გვარამია რას შვება ამ დროს, კიდე პრიგოჟინს „უპაძერშკებს“ თუ ახლა პუტინისკენ უფრო იხრება?“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, დღეს, რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა საზოგადოებას, თუ ვინ მართავდა ქვეყანას 2012 წლამდე და ვის უნდა კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება.

 

„გოუჟენია გვარამია რას შვება ამ დროს, კიდე პრიგოჟინს „უპაძერშკებს” თუ ახლა პუტინისკენ უფრო იხრება? დღევანდელმა დღემ სრული ლუსტრაცია მოახდინა, ყველა უზნეო თვისების გარდა რა დონის დეგენერატები მართავდნენ ქვეყანას 2012 წლამდე და ვის უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. პრეზიდენტად წოდებული მადამ სალომე ცალკე“, - წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

 

როგორც ევგენი პრიგოჟინის აუდიომიმართვით გახდა ცნობილი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, კოლონების უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner