logo_geo
eng_logo
პუტინმა ლუკაშენკოს პრიგოჟინთან შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა
- +

25 ივნისი. 2023. 01:09

 

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

 

ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა პრიგოჟინთან შეთანხმებისთვის.

 

ამავე ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.

 

ცნობისთვის, 23 ივნისს, გვიან ღამით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს, რასაც მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

 

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

 

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

 

24 ივნისს, საღამოს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner