აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად რუსეთში არსებული ვითარება განიხილა.
„ბაიდენი ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს. მათ, ასევე, დაადასტურეს უკრაინის ურყევი მხარდაჭერა“, - ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.