logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ
- +

25 ივნისი. 2023. 11:55

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გამწვავებას. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება შეაფასებს.

 

„არ მინდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში შევიდე და პოლემიკა გავმართო, პირველ რიგში, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაფასებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner