logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა
- +

25 ივნისი. 2023. 18:24

 

 

„ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა.

 

კონფერენციებზე დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

 

„ქართული ოცნების“ ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს;

 

 ნაძალადევის ორგანიზაციას - დავით ჭელიძე;

 

ჩუღურეთის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რიმა ბერაძე;

 

დიდუბის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი;

 

ვაკის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე;

 

კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია;

 

საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე;

 

სამგორის ორგანიზაციას - სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა სამხარაძე;

 

გლდანის ორგანიზაციას - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, კოტე ზარნაძე;

 

მთაწმინდის ორგანიზაციას - მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით კირკიტაძე.

 

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები თბილისის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner