logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციას: მერამდენედ უნდა მოგიგოთ ხელისუფლებამ პოზიციები თავისი სიმშვიდითა და გონიერებით? აღარ გრცხვენიათ ამდენი სიბეცის?
- +

25 ივნისი. 2023. 19:12

 

 

„იმედია, ვერც ქართველი და ვერც უცხოელი ვეღარ გაბედავს ირონიით თქმას, „აბა, ომი გინდათ?“ დიახ, უნდათ და თან როგორ, ეს გუშინ კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქვეს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, გუშინ დამტკიცდა, რომ ოპოზიცია სულმოუთქმელად ელის ომის დაწყებას.

 

„გუშინდელი დღის შემდეგ ისედაც უსახო ოპოზიცია კიდევ უფრო სამარცხვინო გახდა. გამაოგნებელი სასიხარულო ყიჟინი ისეთი სისხლისმსმელი პირის მიმართ, რომელმაც გადაწვა და გაანადგურა უკრაინა, ქვეყნის მიმართ  მტრულ განზრახვაზე მეტყველებს. აღარაფერს ვიტყვი მათ „ბრძნულ“ ანალიზსა და გათვლებზე.

 

იმედია, ვერც ქართველი და ვერც უცხოელი ვეღარ გაბედავს ირონიით თქმას, „აბა, ომი გინდათ?“ დიახ, უნდათ და თან როგორ, ეს გუშინ კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქვეს.

 

ოპოზიციას კეთილ რჩევას მივცემ  პრეზიდენტის ხელმძღვანელობით: დუმილი ოქროა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არაფერი გაგეგებათ მტრული განზრახვების გარდა. მერამდენედ უნდა მოგიგოთ ხელისუფლებამ პოზიციები თავისი სიმშვიდითა და გონიერებით? აღარ გრცხვენიათ ამდენი სიბეცის?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner