კრემლის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთს პრეზიდენტების მოლაპარაკების მთავარი თემა სირია და უკრაინა იყო.
„შეხვედრა იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. მხარეები შეყოვნდნენ, განიხილავდნენ სირიას, უკრაინასაც. ამის შემდეგ ბარაქ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა დახურულ კარს მიღმა განაგრძეს შეხვედრა", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და მუშაობა კვლავ გაგრძელდება.