საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა მესამე ევროპულ თამაშებზე გამართული სადებიუტო მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
„ბორჯღალოსნები“ ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 17:14 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დღეს, 20:30 საათზე დაიწყება.