logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში ლგბტ პროპაგანდას მომავალი არ აქვს
- +

25 ივნისი. 2023. 20:46

 

 

საქართველოში ლგბტ პროპაგანდას არ აქვს მომავალი, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამ პროპაგანდის მეთოდებზე აკეთებს აქცენტს.

 

„აქ საუბარია იმაზე, რომ ლგბტ პროპაგანდა ისე განხორციელდეს, რომ საამაყო იყოს. კვლევებშიც ხომ კარგად ჩანს ეს. საფრანგეთში, თუ არ ვცდები, 22%-ზე ავიდა უკვე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თავს მიიჩნევს ლგბტ თემის წარმომადგენლად. შეიძლება ადამიანი არც არის ლგბტ პიროვნება, მაგრამ ის წარმოადგენს ამ სამყაროს, ასე ამბობენ უკვე. აი ეს არის ზუსტად ის ფსიქოლოგიური წნეხი, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ მიუღებელია საქართველოსთვის“, - ამბობს მაჭარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner