logo_geo
eng_logo
ლავროვი ბაიდენსა და ზელენსკიზე: არ მაქვს სამედიცინო განათლება შევაფასო იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებიც ყოველდღიურად ამტკიცებენ არაადეკვატურობას
- +

25 ივნისი. 2023. 22:11

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთისგან ბირთვული საფრთხის შესახებ თეთრი სახლის ლიდერისა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

 

ლავროვის თქმით, ის დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებს „სიტყვიერ უსაქციელობას, რომელსაც საფუძველი არ აქვს.“

 

ლავროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს „ცნობიერების კიდევ უფრო ბობოქარი ნაკადი“ უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებების გასაანალიზებლად სამედიცინო განათლებაა საჭირო.

 

„არ მაქვს სამედიცინო განათლება. ვერ გაგცემთ პასუხს იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლებიც ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ არაადეკვატურობას“, - აცხადებს ლავროვი.

 

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია.

 

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მან პუტინის შესახებ თქვა, რომ ის არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, რადგან მას ძალიან უყვარს სიცოცხლე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner