სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.
მსოფლიოს N1-მა ხმლით მოფარიკავემ პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ფინალში სანდრომ მასპინძელთა წარმომადგენელი კრშიშტოფ კაჩკოვსკი 15-13 დაამარცხა.