ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის უხვგოლიან მატჩში იტალიის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ტურნირზე პირველი ქულები მოიპოვა – 3:2. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა საფრანგეთსა და ნორვეგიას შორის ახლა მიმდინარეობს (0:0). მოცემულ მომენტში იტალიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას სამ-სამი ქულა აქვს, ნორვეგიას – ნული.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ გთავაზობთ.