logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: შესაძლოა, რუსეთში სხვა ფორმით, სხვა წყაროდან დაიწყოს ძალიან სერიოზული, ღრმა პოლიტიკური კრიზისი. სტრატეგიული ხედვის თვალსაზრისით, ჩვენ ამისთვის მომზადებული უნდა ვიყოთ
- +

26 ივნისი. 2023. 00:12

 

 

ეს „პირველი მერცხალია“, რომელიც მაუწყებელია, შესაძლოა, რუსეთში სხვა ფორმით, სხვა წყაროდან დაიწყოს ძალიან სერიოზული, ღრმა პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პუტინმა დროებით, არსებული სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. მან განმარტა, თუ რას გულისხმობდა ამით.

 

„თუ კი „ვაგნერი“ გუშინ, პრაქტიკულად 200 კმ-ში იყო მოსკოვიდან და ეს იყო რეალური საფრთხე, ეს სპექტაკლი არ იყო - ჯარი არ არსებობდა. მთელი ჯარი არის უკრაინაში და მას ფრონტის ხაზიდან ვერ გამოიყვანდა. ერთადერთი, შეეძლოთ „როსგვარდიით“ გაემაგრებინათ და ფეესბეს ძალებით, საკმაო ძალებია, თუმცა ხოცვა-ჟლეტა წავიდოდა. ცხადი იყო, აქამდე საქმე არ მივიდოდა. რაღაც გარიგება მოხდებოდა. გარიგება მოხდა ის, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე გადაისროლეს და 200 კმ-ზე თუ იყო მოსკოვიდან, ახლა იგი 200 კმ-ზეა კიევიდან“, - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

მისი თქმით, იგი აღნიშნულ მოსაზრებაში ეყრდნობა ერთ-ერთ ექსპერტს, ბრიტანელ გენერალს, რომელიც უკრაინის დიდი გულშემატკივარია.

 

„ახლა შეეცდებიან ამ ძალის შევსებას. ჯერ ერთი, ლუკაშენკოს ციხეებში უამრავი ადამიანი ჰყავს. შესაძლოა, კიდევ დამატებით „ვაგნერელები“ ჩავიდნენ. შეტევა კიდევაც რომ არ დაიწყონ და არ მგონია, გაბედონ კიევზე რაიმეს წამოწყება, ყველა შემთხვევაში, უკრაინელები იძულებულები ხდებიან ამ გადამწყვეტი კონტრშეტევის პირობებში, სადაც მათ ჯერ სერიოზული წარმატებისთვის მიღწეული არ აქვთ, არსებულ რეზერვებს ვეღარ გადაისვრიან და სერიოზული ძალების დაბანდება დასჭირდებათ კიევში“, - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, რუსეთში განვითარებული მოვლენები იქ სერიოზული კრიზისის მაუწყებელია.

 

„ეს „პირველი მერცხალია“, რომელიც მაუწყებელია, შესაძლოა, რუსეთში სხვა ფორმით, სხვა წყაროდან დაიწყოს ძალიან სერიოზული, ღრმა პოლიტიკური კრიზისი. სულ ვამბობდი, ეს ჩვენ მხედველობაში უნდა გვქონდეს და სტრატეგიული ხედვის თვალსაზრისით, ჩვენ ამისთვის მომზადებული უნდა ვიყოთ“, - დასძინა ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner