logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია გვარამიას შეწყალებაზე: არა მგონია, რომ ამან დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს
- +

26 ივნისი. 2023. 00:40

 

 

გიორგი გამსახურდიამ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი შეაფასა. ამ თემაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„არა მგონია, რომ ამან დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს. მე მგონია, რომ პირიქით. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და არანაირად არ გვაქვს უფლება, რომ ამაში ჩავერიოთ. მაგრამ ხანდახან საზოგადოებრივი დაკვეთაც უნდა გაითვალისწინოს. მით უმეტეს, როდესაც ბევრი ადამიანი უყურებს“, - განაცხადა გამსახურდიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner