„რუსეთში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ იქ ყველაფერი კარგად არ არის და ჩვენ ამ პერიოდში ჩვენს პოლიტიკურ ვექტორს არ უნდა გადავუხვიოთ“, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად საქართველომ კვლავ მშვიდობიანი პოლიტიკა უნდა აწარმოოს.
„რუსეთში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ იქ ყველაფერი კარგად არ არის და ჩვენ ამ პერიოდში ჩვენს პოლიტიკურ ვექტორს არ უნდა გადავუხვიოთ. მიუხედავად წვრილფეხა პროვოკატორებისა, ისევ მშვიდობიანი და მოთმინების პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ“, - აღნიშნა გამსახურდიამ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, თუ რას გააკეთებდნენ ხელისუფლების ადგილზე, ანალოგიურ სიტუაციაში.
„რას ნიშნავს, შენ იზამდი?! რას აკეთებ, რას შვრები? რაც მათ შემოგვთავაზეს, ეგ რომ ექნათ. ახლა სად ვიქნებოდით, ვნახავდით“, - განაცხადა გამსახურდიამ.