logo_geo
eng_logo
ქეთევან პაპიძე: ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მე-20 და 21-ე საუკუნეების საუკეთესო ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე გურამ გოგიაშვილი
- +

26 ივნისი. 2023. 01:49

 

 

ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მე-20 და 21-ე საუკუნეების საუკეთესო ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ფრანსუა რაბლეს და მრავალი უცხოელი ავტორის არაჩვეულებრივი მთარგმნელი, გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის" რედაქტორი, სიკეთის მთესველი  და მართალი სიტყვის დიდოსტატი, ყველა გაჭირვებული ადამიანის შემწე, არაჩვეულებრივი იუმორის მქონე, ჩემი უსაყვარლესი ბიძა გურამ გოგიაშვილი. 

 

ნათელი დაადგეს მის ხსოვნას. უფალმა  სასუფეველი დაუმკვიდროს.

 

პანაშვიდი ორშაბათს 26 ივნისს. ქ. თბილისში. ცინცაძის ქ.#1. გამოსვენება სამშაბათს 27 ივნისს ,12 საათზე. დაკრძალვა კასპის რაიონში, მის მშობლიურ სოფ.ზემო ხანდაკში.

 

ქართული ენის კიდობანიდან გაამზეურე სიტყვა რამდენი...

 

ამდენ სინონიმს-

 

მრავალფეროვანს სად მიაგენი?

 

- გადმოაენე როდესაც რაბლე, ქართული სიტყვის მებაირახტრევ!!!

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner