ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას არჩევანის უფლება დაუბრუნა და დღეს სწორედ მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ მოვა ხელისუფლებაში.
„ქართველი ხალხი გონიერი ხალხია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკოსებისა და სიტუაციის სწორი შეფასება. მხოლოდ ეს არის ხსნა. ვინ მოვა და როგორ მოვა, ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს და მინდა ვთქვა, რომ არ არის მარტივი არჩევანის გაკეთება.
ყველაზე დიდი, რაც გაკეთდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, იყო ის, რომ ხალხს დავუბრუნეთ, ლეგიტიმურად რაც ეკუთვნოდა. წართმეული გვქონდა არჩევანის უფლება და ჩვენ ეს დავიბრუნეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.