ქალაქ კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დასრულდა.
აღნიშული ქუჩის ნაწილი დღემდე ასფალტირების გარეშე იყო დარჩენილი და აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
ქუჩის სიგრძე 587 გრძივ მეტრს შეადგენს, რომლის სამუშაოებს შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება
ორფენიანი ასფალტის დაგების, სანიაღვრეების და საფეხმავლოების მოწყობის შემდეგ მოსახლეობა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს გადაადგილებას.