logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ვინც ჩვენ პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში ჯერ მორალურად და თუ არ მოისვენებს, შეიძლება ცოტა მეტიც მიიღოს
- +

26 ივნისი. 2023. 16:53

 

 

„ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

 

ოდიშარიას თქმით, არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს. შესაბამისად, მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ბრალდებების ავტორები პასუხს მიიღებენ.

 

„ვინც ჩვენ პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტა მეტიც მიიღოს. არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას [წარმოვადგენ] და საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ცოტა ენას კბილი დააჭირეთ, კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner