„მივესალმებით თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს", - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა დღეს განხორციელებული დაკავებული პირების განთავისუფლების შესახებ.
„პატიმრების/დაკავებულების განთავისუფლება აჩვენებს მხარეების სურვილსმეტი იმუშაონ 1990 და 2000 წლების კონფლიქტების შემდეგ არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთი ტიპის მოქმედებებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ ამ კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობა და სხვა ამგვარისაკითხებისკენ მიმართონ ყურადღება".