logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ევროსტანდარტები მოითხოვდა საარჩევნო ოლქების დაყოფის რეფორმირებას
- +

5 სექტემბერი. 2016. 12:59



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის წინასაარჩევნო პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დიდი დისბალანსი იყო, რამაც აუცილებელი გახადა აღნიშნული რეფორმის გატარება.


„საარჩევნო ოლქების ახლებური დაყოფა დამატებით პრობლემებს აჩენს, მაგრამ ხელისუფლება იძულებული იყო, რომ ეს რეფორმა გაეტარებინა. დიდი დისბალანსი იყო ამომრჩეველს შორის, სადღაც 20 ათასი კაცი ირჩევდა, სადღაც 60 ათასი. ევროპული სტანდარტებიდან იყო მოთხოვნა, პარლამენტმაც მიიღო ასეთი კანონი.

 

რა თქმა უნდა, ეს დამატებით პრობლემებს შექმნის და იმედია, რომ ჩვენი ამომრჩეველი არის საკმაოდ გამჭრიახი და ამ სირთულეებსაც გადავლახავთ, თუმცა ამან შეიძლება დამატებითი ხარვეზები გააჩინოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner