ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საქართველოში „500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფის შემოჭრაზეა“ საუბარი და აღნიშნულია, რომ ასეთი სცენარის არსებობის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს არავინ დაიცავს.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, მართალია ოქრიაშვილმა მოვლენების მსგავსი სახით განვითარება „თეორიულად დაუშვა“, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ფულის შოვნაზე და წამლების ძვირად გაყიდვაზე ფიქრობს.
„ეს გაზულუქებული რეგვენი ესა. „თეორიულად" დაუშვა საქართველოში 500 კაციანი ტერორისტული ჯგუფის შემოჭრა. „თეორიულად დაუშვა" და ამ დროს სიხარულით ახუნტრუცდა.
თან იქვე უწერია - ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება. „სამწუხარო" კი არა, ბედნიერი იქნება მეტ წამალს გავყიდი უფრო ძვირადო და ვინ არის "უბრალო ხალხი“? ეს რა განსაკუთრებულია? „უბრალო“ კი არა, ყველაზე მაგარი ხალხი, ვინც სამშობლოს დაიცავს, თორემ ამისნაირი ვირთხები მაშინაც ფულის გაკეთებაზე იფიქრებენ.
ფუი ამის ხარბი,“ - წერს გია გაბრიჭიძე.