logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე ცესკოს ფორმირების წესზე: ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად თავსებადია როგორც კონსტიტუციასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკასთან
- +

26 ივნისი. 2023. 22:19

 

ეს არის კონკრეტული გამოსავალი და სწორი ხედვა, რომელიც ორიენტირებულია, რომ სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ცესკო იყოს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ ცესკოს ფორმირების ახალი წესზე საუბრისას განაცხადა.

ვეტოს აუცილებლად დავძლევთ. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად თავსებადია, როგორც კონსტიტუციასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკასთან. ეს არის კონკრეტული გამოსავალი და სწორი ხედვა, რომელიც ორიენტირებულია, რომ სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ცესკო იყოს ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ოპოზიცია პრეზიდენტისგან მორიგ ვეტოს ელოდება. სალომე ზურაბიშვილს ცესკოს ფორმირების ახალი წესი არ მოსწონს. ცვლილების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მას კიდევ ერთხელ დაძლევენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner