ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების ჩაშლას ცდილობს.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" რევოლუცია რამდენჯერმე დაგეგმა, თუმცა არ გამოუვიდა.
„ისევ თვითონ არიან სახიფათონი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ეს წლები მმართველობის პროცესში სულ ძალაზე იყვნენ მომართულნი. რევოლუციიდან 13 წლის შემდეგ, გაზაფხულზე ისევ გეგმავდნენ რევოლუციას. ინფორმაციები ვიცით შიგნიდან და ისედაც ჩანდა. გახსოვთ, მიტინგების და დამონსტრაციების აგორება უნდოდათ, რომ უნიათო ხელისუფლება ახლავე უნდა გავუშვათო. გაზაფხულიდან შემოდგომამდე გადაჰქონდათ, მაშინ არ გამოგვივიდა, ახლა მოვახდენთ რევოლუციას და ისე გავუშვებთო. შემოდგომიდან გაზაფხულზე გადაჰქონდათ და ასე მოვიდნენ დღემდე. ახლაც თვლიან მხოლოდ რევოლუციაზე, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. მათი ერთადერთი გეგმა არჩევნების აყირავებაა. უნდა გავაცნობიერთოთ, რომ ხიფათი საკმაოდ დიდია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.