logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ ფარგლებში გამართული შეჯიბრებების ყველა გამარჯვებულს წარმატება მინდა მივულოცო, იმედი მაქვს, მომავალში ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება
- +

26 ივნისი. 2023. 23:36

დღეს მონაწილეობა მივიღე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძე ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს წარმატებას ულოცავს.

„ტრადიციულ ყოველწლიურ ფესტივალში, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა, საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით, ძალიან საინტერესო შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში, ასევე, კულტურული ტურები 5 მიმართულებაში.

მინდა, ყველა გამარჯვებულს მივულოცო შეჯიბრებებში წარმატება. იმედი მაქვს, მომავალში ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება“, - წერს კობახიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner