logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: პრეზიდენტის ვეტო არის საბოტაჟის მცდელობა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტზე, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია
- +

26 ივნისი. 2023. 23:39

"სინამდვილეში ეს არ არის ვეტო, ეს არის პრეზიდენტის მხრიდან საბოტაჟის მცდელობა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტზე, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციის ნარატივს არის აყოლილი.

საზოგადოებამ იხილა, რომ 90 ხმით არჩევა, პირიქით, პოლარიზებას უწყობდა ხელს. ჩვენ ვნახეთ არგუმენტებისგან დაცლილი რადიკალიზაციის მცდელობები ოპოზიციის მხრიდან და ახლა პრეზიდენტი ზუსტად მათ ნარატივს არის აყოლილი. სინამდვილეში, „პოლარიზაცია“ – ამ სიტყვას აქვს ბერძნული ძირი, მაგრამ ის არის ფრანგული სიტყვა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის განმარტებაც არ იცის, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა და ის მას ისე განმარტავს, როგორც აწყობს მხოლოდ ოპოზიციას, თანაც რადიკალურს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner