აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ადამ ჰოჯმა განაცხადა, რომ აშშ არ იყო ჩართული რუსეთში განვითარებულ მოვლენებში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
თთრი სახლი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები იძიებენ, იყვნენ თუ არა ჩართულნი დასავლური სპეცსამსახურები აჯანყების მცდელობაში.
„აშშ არ იყო ჩართული და არც ჩაერთვება ამ სიტუაციაში. ეს რუსეთის შიდა საკითხი იყო“, - განაცხადა ადამ ჰოჯმა.