სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მარში პროტესტის დემონსტრაცია იყო და მიზნად არ ისახავდა ხელისუფლების დამხობას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
პრიგოჟინის თქმით, ინტრიგებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების გამო, „ვაგნერის“ დაჯგუფებას 1-ლი ივლისიდან უნდა შეეწყვიტა არსებობა და გადასულიყო თავდაცვის სამინისტროს მმართველობის ქვეშ.
„ჩვენმა მარშმა ბევრი რამ გამოააშკარავა: უსაფრთხოების სერიოზული პრობლემებია მთელს ქვეყანაში. ჩვენ ყველა აეროდრომისა და სამხედრო ნაწილის ბლოკირება შევძელით. ჩვენ ვაჩვენეთ ორგანიზების ის დონე, რაც რუსეთის არმიანს უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა მან.
პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ძალების მოსკოვისკენ მარში მიზანი იყო „ვაგნერის“ განადგურების თავიდან აცილება და „იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც თავისი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვა უამრავი შეცდომა სპეცოპერაციის დროს“.