logo_geo
eng_logo
პრიგოჟინი აუდიომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მოსკოვისკენ მარში პროტესტის დემონსტრაცია იყო და მიზნად არ ისახავდა ხელისუფლების დამხობას
- +

27 ივნისი. 2023. 01:45

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მარში პროტესტის დემონსტრაცია იყო და მიზნად არ ისახავდა ხელისუფლების დამხობას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

პრიგოჟინის თქმით, ინტრიგებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების გამო, „ვაგნერის“ დაჯგუფებას 1-ლი ივლისიდან უნდა შეეწყვიტა არსებობა და გადასულიყო თავდაცვის სამინისტროს მმართველობის ქვეშ.

ჩვენმა მარშმა ბევრი რამ გამოააშკარავა: უსაფრთხოების სერიოზული პრობლემებია მთელს ქვეყანაში. ჩვენ ყველა აეროდრომისა და სამხედრო ნაწილის ბლოკირება შევძელით. ჩვენ ვაჩვენეთ ორგანიზების ის დონე, რაც რუსეთის არმიანს უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა მან.

პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ძალების მოსკოვისკენ მარში მიზანი იყო „ვაგნერის“ განადგურების თავიდან აცილება და „იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც თავისი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვა უამრავი შეცდომა სპეცოპერაციის დროს“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner