ატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხი ცხადყოფს, რომ რუსეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა უკრაინაზე თავდასხმით.
„გასული შაბათ-კვირის მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება, რომელიც დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
„რა თქმა უნდა, ეს არის სისუსტის დემონსტრირება. ეს აჩვენებს რუსეთის რეჟიმის სისუსტეს, მაგრამ ნატო არ უნდა ჩაერიოს ამ საკითხებში, ეს რუსეთის საქმეა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.