logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: „ვაგნერის“ ამბოხი ცხადყოფს, რომ რუსეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა უკრაინაზე თავდასხმით
- +

27 ივნისი. 2023. 01:26

ატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხი ცხადყოფს, რომ რუსეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა უკრაინაზე თავდასხმით.

გასული შაბათ-კვირის მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება, რომელიც დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

რა თქმა უნდა, ეს არის სისუსტის დემონსტრირება. ეს აჩვენებს რუსეთის რეჟიმის სისუსტეს, მაგრამ ნატო არ უნდა ჩაერიოს ამ საკითხებში, ეს რუსეთის საქმეა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner