logo_geo
eng_logo
ბაიდენი: აშშ-სა და დასავლელ მოკავშირეებს არაფერი ჰქონდათ საერთო რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან
- +

27 ივნისი. 2023. 01:07

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და დასავლელ მოკავშირეებს არაფერი ჰქონდათ საერთო რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვიყავით ჩართული [ამ მოვლენებში]. არაფერი საერთო გვქონდა ამასთან. ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია საბოლოო დასკვნის გაკეთება.

ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ სანახავია, მაგრამ რაც არ უნდა მოჰყვეს ამას, დავრწმუნდები, რომ ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი პარტნიორები მჭიდრო კავშირში იყვნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვუპასუხებთ სიტუაციას. მნიშვნელოვანია ვიყოთ სრულად კოორდინირებულნი“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner