logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრიგოჟინის აჯანყება პუტინისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს
- +

27 ივნისი. 2023. 00:51

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ სამხედრო დაკგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება პუტინისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს.

პრიგოჟინის აჯანყება უპრეცედენტო გამოწვევაა პრეზიდენტ პუტინის ავტორიტეტისათვის და აშკარაა, რომ ბზარები ჩნდება ომისადმი მხარდაჭერაში“, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

და რა თქმა უნდა, რუსეთის ხელმძღვანელობა მხოლოდ რუსი ხალხის საქმეა. მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პუტინის ერთ-ერთმა პროტეჟემ საჯაროდ გაანადგურა მისი საქმე უკრაინაში ომთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner