logo_geo
eng_logo
Euronews: უნგრეთის მთავრობა ვეტოს ინარჩუნებს უკრაინისათვის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით
- +

27 ივნისი. 2023. 00:42

უნგრეთის მთავრობა ვეტოს ინარჩუნებს უკრაინისათვის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ჩვენ მზად ვართ, გადაწყვეტილება შევცვალოთ, თუ უკრაინელები დაასრულებენ უაზრო მდგომარეობას, როდესაც OTP -უდიდესი უნგრული ბანკი- ომის საერთაშორისო სპონსორების სიაშია“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავ არ დაამტკიცებს „ევროპული მშვიდობის ჩარჩოსთვის“ 500 მილიონი ევროს მომდევნო ტრანშის გაცემას უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდების დასაფინანსებლად, ვიდრე კიევი ომის სპონსორთა საერთაშორისო სიიდან არ ამოიღებს OTP ბანკს, რომელიც არანაირად არ არღვევს საერთაშორისო კანონებს.

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა განცხადება, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა ბანკის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო, რადგან ის აგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner