„ფრანს პრესის" ცნობით, სირიის მსხვილ ქალაქებში აფეთქებათა სერია განხორციელდა.
ორი აფეთქება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ტარტუსის რეგიონში არზუნას ხიდთან ახლოს მოხდა. თავდაპირველად მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, ხოლო როდესაც მოსახლეობა დაჭრილი ადამიანების დასახმარებლად მოგროვდა, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
მესამე აფეთქება დამასკოს დასავლეთით მოხდა, ქალაქ ჰომსში კი სავარაუდოდ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა.
„Associated Press" ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ელ-ჰასაკაში მომხდარ აფეთქებაზე ავრცელებს ინფორმაციას, ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი კი, ქალაქ ელ-კამიშლიში განხორციელებული ტერაქტის შესახებ იუწყება.
გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.