logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას, კიდევ ჩვენ არ ვართ მზად ევროკავშირის წევრობისთვის?
- +

27 ივნისი. 2023. 14:58

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელის დავით ჩიხელიძის თქმით, საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას.

 

მისივე თქმით, საქართველოს შთამბეჭდავმა პროგრესმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციის რიტორიკა სიყალბეს და აღქმებს ეფუძნება.

 

„ოპოზიციის მტკიცებით, საქართველო ყოველდღიურად უკან მიდის, ოპოზიცია აღნიშნულ ნარატივს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ავრცობს, რეალობა კი საპირისპიროა, მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზე დაწინაურდა, სახელმწიფო კეთილსინდისიერების ინდექსით კი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს.

 

საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას, კიდევ ჩვენ არ ვართ მზად ევროკავშირის წევრობისთვის? საქართველო ასევე უსწრებს დიდი შვიდეულის წევრ 4 სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

 

საქართველოს შთამბეჭდავმა პროგრესმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციის რიტორიკა სიყალბეს და აღქმებს ეფუძნება, აღქმები საზოგადოებაზე და მოსყიდულ ევროპელ პოლიტიკოსებზე კარგად მოქმედებს, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები კი მხოლოდ ფაქტებით ხელმძღვანელობენ. ფაქტია, საქართველოს დიდი პროგრესი აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე ინსტიტუციური, რაც დიდ ევროპულ ოჯახში საქართველოს მიღების შანსებს ზრდის“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner