„რატომ გადაფიჩინდით? რაგბი, ქუთაისის საერთაშორისო უნი, „ბლექ სი არენა“, თეატრები, პარკები, ეკლესიები, სკოლები და ა.შ. - რომ ააშენა და სახელმწიფოს გადასცა, ხომ, რას ამბობთ, სულ თქვენი დახმარებით მოხდა ყველაფერი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადასვლაზე ოპოზიციის რეაქციას.
ლატარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი ეზიზღება, რაც შენებას და განვითარებას ეხება, თუმცა, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოინახულეს დენდროლოგიური პარკიც და ივანიშვილის ოჯახის მიერ გაკეთებული სხვა ობიექტებიც ერთ-ერთმა პირველებმა.
„რატომ გადაფიჩინდით? რაგბი, ქუთაისის საერთაშორისო უნი, „ბლექ სი არენა“, თეატრები, პარკები, ეკლესიები, სკოლები და ა.შ. - რომ ააშენა და სახელმწიფოს გადასცა, ხომ რას ამბობთ, სულ თქვენი დახმარებით მოხდა ყველაფერი. ავადმყოფები ხართ-თქო, რომ გეუბნებით, გწყინთ - არადა, სიბოროტისა და კომპლექსების ერთობლივი რაღაც ახალი დაავადებით ხართ დაავადებულები, სადაც ფსიქიატრია ჯერ უძლურია.
ბერას სახელზე რომ იყო დენდროლოგიური, მაგიტომ ართმევდით ევროპელ პენსიონერებს ფულს, რომ ყოველ დღე მოგევლოთ პარკისთვის, რომელიც ასობით ათასი ლარი ჯდება, ხომ?
ისე, რამდენჯერ მიფიქრია, ეს მანიაკები რომ არ იყვნენ, მართლა ბევრად მეტს გააკეთებდა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის, უბრალოდ ყველაფერი ეზიზღებათ ამ ნაცებს, რაც შენებასა და განვითარებას ეხება.
ეს ის ხალხია, რომლებიც პირველები შეიძურწნენ როგორც დენდროლოგიურში, ასევე - ყველა სხვა ობიექტზე, რომელიც ივანიშვილის ოჯახმა შექმნა... არადა რომ კითხო ნაცებს, ბიძინას შექმნილს არაფერს ეკარებიან“, - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.