logo_geo
eng_logo
ივანიშვილი ჭიაბერაშვილს და რულოვსს სკანდალურ განცხადებებს ახსენებს
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:21



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სურდა, ავტოკრატიული სახელმწიფო აეშენებინა, ერთ პიროვნებაზე მორგებული. ამის შესახებ ივანიშვილმა გურიაში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ის იდეოლოგია, რითიც ხელისუფლებაში ამ პარტიის წევრები მოვიდნენ, ძალადობრივი იყო.


„ძალადობით მართავდნენ ქვეყანას, არც მალავენ. ნახეთ და გაიხსენეთ მათი ერთ-ერთი  ლიდერის ჭიაბერაშვილის მაშინდელი ნათქვამი, თურმე ფილოსოფოსი ყოფილა ჭიაბერაშვილი, რეალურად ამ იდეოლოგიით ცხოვრობდნენ. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას, სტაბილური ავტოკრატია სჯობს და ამიტომ ჯობია, ერთმა კაცმა და ერთმა გარკვეულმა გუნდმა სტაბილურად მართოს ქვეყანა და ეს უნდა დასავლეთსაცო. თუ ამას დავამატებთ სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამს, რომ თურმე ხალხს უნდა ეშინოდეს მიშასი. დღეს ამბობენ, რომ იმას აღარ იკადრებს, რასაც კადრულობდა. რად არ იკადრებს? გაუპატიურებები აღარ იქნება? მკვლელობები აღარ იქნება? წამება აღარ იქნება? რის გარანტიას გვაძლევენ?! ის იდეოლოგია, რითაც ისინი მოვიდნენ, იყო ძალადობრივი. ავტოკრატიული სახელმწიფო უნდა აეშენებინათ, ერთ პიროვნებაზე მორგებული და ამით ააშენებდნენ დემოკრატიას და გააძლიერებდნენ ეკონომიკას?! რაც მივიღეთ, ნახეთ, ელიტარული კორუფცია იყო და ინაწილებდნენ მთელ ბიზნესს. მონოპოლიზებული ჰქონდათ მედია, აწამებდნენ ციხეებში", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner