logo_geo
eng_logo
გიორგი გრძელიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა „ბლექ სი არენა“ გადასცა მთავრობას, ოპოზიცია გამოვარდა - ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო, დენდროლოგიური პარკი ოჯახის საკუთრებაში დატოვა - შარად მოსდეს, თავისთვის უნდაო, რა უნდა გააკეთო, რომ „ნაცებს“ მოეწონოს?
- +

27 ივნისი. 2023. 18:14

 

 

„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა „ბლექ სი არენა“" და გადასცა მთავრობას. ოპოზიცია გამოვარდა - ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო, ააშენა დენდროლოგიური პარკი, ოჯახის საკუთრებაში დატოვა, რომ მიმდინარე ხარჯები თავად დაეფარა - შარად მოსდეს თავისთვის უნდაო, რა უნდა გააკეთო რომ ნაცებს მოეწონოს?“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის პიარ სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა „ბლექ სი არენა“ და გადასცა მთავრობას. ოპოზიცია გამოვარდა - ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო. ოკ. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა დენდროლოგიური პარკი, იფიქრა, წინა შემთხვევის დროს სახელმწიფოს რომ გადავეცი, დამაბრალეს, რომ ხარჯის გაწევა არ მინდოდაო, ადგა და ოჯახის საკუთრებაში დატოვა, რომ მიმდინარე ხარჯები თავად დაეფარა - ახლა შარად მოსდეს, თავისთვის უნდაო... რა გინდა, რომ ქნა, რა უნდა გააკეთო, რომ „ნაცებს“ მოეწონოს?“ - წერს გიორგი გრძელიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner