logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტს ვეხმარებოდი
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:22



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან იმდენად მაღალი რეიტინგით უნდა წასულიყო, რომ ერთი საარჩევნო ციკლის გამოტოვების შემდეგ მესამე ვადით დაბრუნებულიყო.



მე პოლიტიკურად არ მქონდა კარგი გამოცდილება, ზედმეტად ემოციური ვიყავი. საფრანგეთში ვცხოვრობდი მაშინ, როცა რევოლუცია მოხდა, 3 ტელევიზორი მქონდა დადგმული და ვუყურებდი, როგორ ვითარდებოდა პროცესები. მე ვფიქრობ, არაადეკვატური რეაქცია გავაკეთე მეც - ზედმეტად გამიხარდა, მათი მოსვლაც მივიღე, როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ. 2,5 წლის განმავლობაში მე ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავთით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ, მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამ ეთხოვა. ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა, რამეთუ მე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, შეცდომებზე რეაქციას ვაკეთებდი. ბევრი ურთიერთობა მქონდა სააკაშვილთან. არაფორმალურ მმართველობაზე რომ საუბრობენ ახლა, სააკაშვილს მეტ კონსულტაციებს ვაძლევდი და მეტს ვეხმარებოდი და მაშინ მსგავსი ილუზია არ ჰქონიათ. მათი სახის გამოჩენაში ის როლი მიმიძღვის, რომ უფრო გვიან გამოჩნდნენ, რამეთუ დიდ ანგარიშს მიწევდნენ და კარგად იცოდნენ, რას ვითხოვდი მათგან. მერაბიშვილს ვეუბნებოდი, მე იმ სააკაშვილს ვესაუბრები დღეს, რომელიც 15 წლის შემდეგ ისევ ამდენი პროცენტით მოვა არჩევნებით-მეთქი. მკითხა, რა გაქვს მხედველობაშიო და ის, რომ ორი [ვადა] დაამთავროთ, მერე გამოტოვოთ, რაც გეკუთვნით კონსტიტუციით და ისეთი პოპულარული წავიდეს, რომ ასეთივე რეიტინგით მოვიდეს-თქო. მიპასუხა, ეგ ჩვენთან აღარ თქვაო, ჩვენ ერთ-ორ თვეზე ვგეგმავთ და მაგაზე არ ვფიქრობთო.

სააკაშვილს ჩემთან ძალიან მოწიწებითი და კულტურული პირადული დამოკიდებულება ჰქონდა. მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი - მხვდებოდა, მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მწყენოდა. ერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს ანუ კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლების დროს, თუ მოვისურვებდი, ხელისგულზე მატარბდნენ, მაგრამ ის, რაც მათ ქნეს, არ ავიტანე და ამისთვის მოვედი ხელისუფლებაში. პირადული რომ მდომებოდა, შეიძლებოდა, ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner