logo_geo
eng_logo
კრეატიული ჯგუფი „აირჩიე პროფესია“ იწყებს რეგიონალურ-საგანმანათლებლო პროექტს სახელწოდებით „აირჩიე პროფესია“
- +

27 ივნისი. 2023. 18:51

 

 

2023 წლის 8 ივლისიდან კრეატიული ჯგუფი „აირჩიე პროფესია“ იწყებს რეგიონალურ-საგანმანათლებლო პროექტს სახელწოდებით „აირჩიე პროფესია“. საგანმანათლებლო პლატფორმა უზრუნველყოფს რეგიონში მცხოვრები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომობას განათლებასთან, რასაც რეგიონის მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში მოკლებულები არიან.

 

ერთი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გამართავენ ლექციას და მათ პროფესიის არჩევაში საკუთარი გამოცდილებების გაზიარებით დაეხმარებიან.

 

პროექტი დაიწყება ახალციხის მუნიციპალიტეტიდან და მასში ჩართული იქნება რეგიონის 7 სკოლის 150-ზე მეტი მოსწავლე. სწორედ ახალციხის მერიამ და მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გამოთქვა მზაობა ყოფილიყო ამ პროექტის პირველი მასპინძელი და მხარდამჭერი.

 

სკოლის მოსწავლეებისთვის ლექციებს წაიკითახვენ ისეთი პროფესიონალი პერსონები, როგორებიც არიან:

  • ფსიქოლოგი, პროფესორი, აღმოსავლეთ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფეაორი ზურაბ მხეიძე.
  • ტელეწამყვანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯაჯანიძე.
  • თსუ-ს პროფესორი, ექიმი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე.
  • კასკადიორთა უმაღლესი ჯილდოს ,,ტაურუსის”(ოსკარის)მფლობელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი ლაშა მძინარაშვილი.

 

საგანმანათლებლო პროექტის ორგანიზატორები არიან: პროდიუსერი და პიარ-მენეჯერი ლანა კიკნაძე, პროდიუსერი, მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრი ანა ნოდია, მარკეტოლოგი და პროდიუსერი გიორგი კვიცარიძე.

 

პროექტი სექტემბრიდან, სხვადასხვა რეგიონში, ორ-ორი თვის განმავლობაში ჩატარდება.

 

„ჩვენი ჯგუფის მიზანია ბევრი ასეთი პლატფორმა შეიქმნას სხვადასხვა რეგიონში, განათლება, პროფესიის სწორად არჩევა განაპირობებს  ჩვენი ქვეყნის მომავალს, მის წარმატებას. მადლობა ახალციხის მერიის თანამშრომლებს, ბატონ მერს, ირაკლი ლაზარაშვილს,  რათა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი განვითარებისთვის ჩვენთან ერთად წამოიწყო ეს კეთილი  საქმე. დიდი მადლობა ქალბატონ ეკატერინე ორჯონიკიძეს, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარეს გვერდში დგომისთვის. დიდი მადლობა გიორგი ჯაჯანიძეს გაწეული დახმარებისთვის. ყველა ეს ადამიანი გულშემატკივრობდა და თავს არ ზოგავდა, რომ ეს პროექტი შემდგარიყო და რეგიონის ახალგაზრდებისთვის შექმნილიყო ძალზედ მნიშვნელოვანი  და საჭირო საგანმანათლებლო სივრცე“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას პროექტის ერთ ერთი ორგანიზატორი ლანა კიკნაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner