logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ საქართველოს გავლით რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი
- +

27 ივნისი. 2023. 20:22

"მას შემდეგ რაც ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ საქართველოს გავლით რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი," - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა.

შესაბამისად, საქართველო ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრებთ, მომავალში კიდევ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner