"გავიარეთ სანქციების აღსრულების მიმართულებით შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ.
„შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით არის ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს აქვს განხორციელებული სანქციების აღსრულების მიმართულებით მსოფლიოში ნამდვილად სანიმუშოა“, - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა.