logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: ის ღონისძიებები, რაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს განხორციელებული სანქციების აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა
- +

27 ივნისი. 2023. 20:23

"გავიარეთ სანქციების აღსრულების მიმართულებით შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ.

შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით არის ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს აქვს განხორციელებული სანქციების აღსრულების მიმართულებით მსოფლიოში ნამდვილად სანიმუშოა“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner