logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: საკუთრების შეგრძნება ხალხს 2012 წლის შემდეგ გაუჩნდა
- +

5 სექტემბერი. 2016. 13:25



„2012 წლის შემდგომ ქვეყნის შემოტრიალება დაიწყო რეალურად ერისკენ და ხალხისკენ, საკუთრების შეგრძნება თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდა 2012 წლის შემდეგ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


კობა კობალაძე საარჩევნო კამპანიას ხვალიდან დაიწყებს.


„დღემდე საორგანიზაციო საკითხებით ვიყავით დაკავებული, წინასაარჩევნო მარათონში ხვალიდან ჩავებმებით. „ქართულ ოცნებას" სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენს წინაშეა.

 

დინამიკას რომ გადავხედოთ, 2012 წლიდან დღემდე, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრი ისეთი აქცია და შეთავაზება გაჩნდა მოსახლეობის მიმართ,რაც ბევრი ქვეყნისთვის მიუღწეველია. ქვეყანა მიდის ნელ-ნელა, ეტაპობრივი განვითარების გზით", - განაცხადა კობა კობალაძემ პრესკონფერენციაზე.


ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომლებიც „ქართული ოცნებისთვის" ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების" გეგმაში მხოლოდ დარჩენილი პრობლემების მოგვარება შედის.


„ჩვენი თვითმიზანი პარლამენტში ადგილების დაკავება არ არის, ჩვენი თვითმიზანი არის ზუსტად იმ კეთილსაიმედო გარემოს შექმნა, რომლითაც რეალურად შესრულდება ის ვალდებულებები ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატვირთი 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა კობალაძემ.


„ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება უმუშევრობა და ინფრასტუქტურული პროექტების ეფექტური განხორციელება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner