ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის უმეტესი ნაწილი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა.
„რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, მათი უმეტესობა უკვე ჩამოტანილია ბელარუსში, არ ვიტყვი რამდენი“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ უარყო, რომ „ვაგნერის“ ძალები იცავენ რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ იასრაღს.
„რუსები და ბელარუსები იცავენ. ეს ჩვენი ამოცანაა“, - განაცხადა მან.